LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპმა „დეილი მეილთან” სასამართლო წააგო

108

მელანია ტრამპმა „დეილი მეილთან”  ბრძოლა წააგო. სასამართლომ პირველი ლედის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრიტანული გაზეთი გაამართლა. უარის მიზეზი კი ის გახდა, რომ მერილენდის სასამართლოს არ აქვს შესაბამისი იურისდიქცია, რათა განიხილოს საქმეები, რომლებშიც უცხოური კომპანიები ფიგურირებენ. თუმცა, პრეზიდენტის მეუღლე გაჩერებას არ აპირებს და სარჩელს ამჟამად ნიუ-იორკის სასამართლოში შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ მელანიას გაღიზიანება „დეილი მეილის“ ერთ-ერთმა სტატიამ გამოიწვია. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ პირველი ლედი ახალგაზრდობაში ესკორტში მუშაობდა და მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც ქონდათ. მისის ტრამპი ამ ინფორმაციას სასტიკად უარყოფს და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 150 მილიონ დოლარს ითხოვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები