LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპმა ჯანმრთელობის ცენტრში ბავშვებისთვის ნამცხვარი გამოაცხო (ფოტო)

55

ამერიკის პირველმა ლედიმ ვალენტინობის დღესასწაული მერილენდის ნაციონალურ ინსტიტუტში გაატარა. მელანია ტრამპმა სიყვარულის დღე იმ პატარებს მიუძღვნა, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებით ჯანმრთელობის ნაციონალურ ცენტრში მკურნალობენ. პირველი ლედის ვიზიტს რამდენიმე წამყვანი არხი პირდაპირ ეთერშიც გადასცემდა. ვიზტის ფარგლებში მელანიამ პატარებთან ერთად ვალენტინობისთვის მისალოცი ბარათები დაამზადა. მოგვიანებთ კი ნამცხვარიც გამოაცხო და მის  მორთვაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოებიდან ჩანს, რომ მელანია აქტიურადაა ჩართილი საბავშვო აქტივობებში და პატარებსაც თბილად ესაუბრება.

ვალენტინობას მელანიამ არჩევანი კელვინ კლაინის 2,995 დოლარად შეფასებულ წითელ პალტოზე გააკეთა, რომელიც შავი ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები