LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპმა საპრეზიდენტო ტრადიცია დაარღვია

169

აშშ-ს პრეზიდენტისთვის 2018 წლის დასაწყისი  საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გამოვიდა მაიკლ ვოლფის ახალი რეზონანსული წიგნი “ცეცხლი და მრისხანება”, რომელიც დონალდ ტრამპის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების დეტალებსაც მოიცავს.პუბლიცისტის მიერ სააშკარაოზე გამოტანილ ფაქტებს იმის შესახებ , რომ დონალდ ტრამპი ცოლს ღალტობს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ამ სენსაციურ განცხადებას პორნოინდუსტრიის ვარსკვლავის, სტორმი დენიელსის ინტერვიუ დაემატა, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდს 2006 წლიდან 2010 წლამდე ხვდებოდა. ამ დროს ტრამპი უკვე მელანიაზე იყო დაქორწინებული. აღსანიშნავია, რომ ახალი წლის შემდეგ,  წყვილი ერთად არავის უნახავს. მელანია ტრამპი საზოგადოების წინაშე,  პირველად, კონგრესში გამოჩნდა, რათა ქმრის გამოსვლისთვის მხარი დაეჭირა.

 

 

თუმცა, მისმა გამოჩენამ ინტერნეტში დიდი განხილვა გამოიწვია, რადგან მელანია ტრამპმა მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო ტრადიცია დაარღვია და პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაზე კონგრესში, ქმრის გარეშე მივიდა. ავტომობილების კოლონა კაპიტოლიუმისკენ თეთრი სახლიდან დაიძრა, სადაც დონალდ ტრამპი და პირველი ლედი სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ. როგორც თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, მელიანია კონგრესზე განცალკევებით იმიტომ მივიდა, რომ ყურადღება სტუმრებისთვის მიექცია.

 

 

ინტერნეტში აქტიურად განიხილეს მელანიას ჩაცმულობაც: ლამაზმანმა  “დოლჩე & გაბანას”  მთლიანად თეთრი ფერის ტანისამოსი მოირგო. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ სამოსი ემთხვეოდა კონგრესის დემოკრატი წევრების თეთრ ჩაცმულობას – დემოკრატებმა გასულ წელს, ამავე მიმართვის დროს, ტრამპის პოლიტიკა ქალების მიმართ სწორედ თეთრი, სუფრაჟისტების ფერის სამოსით გააპროტესტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები