LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპმა ყველაზე პრეტენზიული ყვითელი კლასიკურ ფერად აქცია (ფოტო)

313

დონალდ და მელანია ტრამპები ორშაბათს ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატს ესტუმრნენ. დონალდ ტრამპი ვიზიტის ფარგლებში ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა, მელანია კი, ბავშვთა საავადმყოფოს ესტურმა. პირველი ლედი პატარა პაციენტებს პირადად გაესაუბრა და დიდხანს ეთამაშა კიდეც. მედიის ყურადღება კი, როგორც ყოველთვის, მელანიას ჩაცმულობამ მიქცია. ამერიკის პირველმა ლედიმ არჩევანი ყველაზე პრეტენზიულ ფერზე გააკეთა და ყვითელი ფერის პლატო, ამავე ფერის როლინგს შეუხამა. ანსამბლს ტყავის ყავისფერი ქვედაბოლო, ხელთათმანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.

წინა დღეს კი საპრეზიდენტო წყვილი პალმ-ბიჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საიდანაც ისინი სუპერ-ბოულს ადევნებდნენ თვალს. მელანია სპეციალურად თამაშისთვის საყვარელი გუნდის სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები