LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპს თირკმელზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

55

მელანია ტრამპი საავადმყოფოში იმყოფება. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თირკმელზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

დონალდ ტრამპმა მეუღლე უკვე მოინახულა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში ვერტმფრენით ჩაფრინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები