LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანიას აშშ-დან გააძევებდნენ, მისი მოდელობის დროს პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო

37

მელანია ტრამპი აშშ-დან დეპორტაციას ვერ გადაურჩებოდა 1990-იან წლებში, როდესაც ის მოდელად მუშაობდა, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო.

„ინდეფენდენთის“ ცნობით, ამის შესახებ იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ადვოკატები ამბობენ.

1996 წელს მისის ტრამპი, მაშინ ჯერ კიდევ – მის კნაუსი აშშ-ში მოდელად ტურისტული ვიზით მუშაობდა და სავიზო პირობებს არღვევდა.

პირველმა ლედიმ 20 ათას აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა 7 კვირის განმავლობაში, ვიდრე ქვეყანაში  მუშაობისთვის კანონიერ ნებართვას მიიღებდა.

მელანიამ 2001 წელს შეიტანა საბუთები „მწვანე ბარათის“ მისაღებად და 2006 წელს ამერიკის მოქალაქეც გახდა ისე, რომ წარსულში ჩადენილი დარღვევები არ გამომჟღავნებულა.

ახალი წესების მიხედვით კი, რომელიც დონალდ ტრამპის დადგენილებით გასულ თვეს შევიდა ძალაში, მოქალაქეობას ვერ მიიღებენ და ქვეყნიდან გაძევებულები იქნებიან პირები, ვისაც სავიზო პირობები აქვს დარღვეული, ანდა თაღლითურად ეცდება მოქალაქეობის მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები