LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემანქანეების აქციას შემოსავლების სამსახური განცხადებით გამოეხმაურა

41

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, აღარ შეაფერხონ გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მემანქანეების აქციას შეეხება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ”დღეს, დაახლოებით, 16:00 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი. გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ამ დრომდე კვლავ ხელოვნურად, ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი, როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი.

„ცოტა ხნის წინ, მათ მხოლოდ საავტომობილო გზა გახსნეს. ადგილზე ამ დროისთვისაც იმყოფებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებას აქციის მონაწილეებთან, რათა გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ განაგრძოს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრას ფინანსთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს სთავაზობდა ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც, თუმცა მოლაპარაკების ასეთ ფორმატზე აქციის მონაწილეებმა სამწუხაროდ, უარი განაცხადეს. ამ დროისთვის, გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის, იმ იმპორტირებისთვისაც, ვისაც მალფუჭადი პროდუქტი (კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი) შემოაქვს ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. აქვე გაცნობებთ, რომ გეზი საქმიანობას 24/7 რეჟიმით ახორციელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, აღარ შეაფერხონ გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები