LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემანქანეების გაფიცვა კანონდარღვევა იქნება და პასუხისმგებლობა დაეკისრებათ – ირაკლი ხმალაძე

101

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის, განცხადებით, გუშინ სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის ღონისძიება 30 დღით გადაავადა და თუ ისინი მაინც გაიფიცებიან, ეს კანონდარღვევა იქნება.

“სამწუხაროა, რომ მრავალი შეხვედრის მიუხედავად, ჩვენ ამ ადამიანების დარწმუნება ვერ შევძელით, მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას, რაც არის გაფიცვა. თუმცა, გუშინ, სასამართლომ გადაავადა გაფიცვის ღონისძიება 30 დღით, ამასთან, პარალელურად შესულია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ეს გაფიცვა იქნას ცნობილი არაკანონიერად და მუნციპალიტეტს არ დაურღვევია მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.

ხვალ თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონის დარღვევა და ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა, მაგრამ 30 დღის ვადაში სასამართლო იმსჯელებს გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფიცვის ღონისძიება მაინც ორგანიზებული იქნება, მერია თავად მოახერხებს, რომ მეტრო არ გაჩერდეს და ჩვენ მივმართავთ სხვა ალტერნატიულ ზომებს. თუ რა იქნება ალტენატიული ზომები ამის კონკეტიკას მე ვერ გავაკეთებ, თუმცა მომდევნო პერიოდში, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები