LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით – ნინო ლომჯარია

41637526_10155752551021347_5803832054894297088_o

პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ,

როგორც გაირკვა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს ლომჯარიაც იღებდა.

„ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი… აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

„რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი; მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ. უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან. სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან.

„ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

„ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებს შსს-ს, უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება.

„აქვე დავამატებ, რომ შსს-სთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა, მინდა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ოდესმე ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ან ძალადობით დაემუქრება,“ – წერს ლომჯარია.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები