LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენეჯერები ჯონი დეპს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

58

კომპანიამ The Management Group, რომლის ფინანსური მომსახურებითაც ჯონი დეპი სარგებლობს, მსახიობის წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი აღძრა, რომელშიც ნათქვამია, რომ დეპის მიერ დასახელებული ყველა ბრალდება კომპანიის წინააღმდეგ სიცრუეა და ფინანსურ პრობლემებში დამანაშავე თავად მსახიობია, რადგან ფულს ის არამიზნობრივად ხარჯავს.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ჯონის ყოველთვიური გასავალი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს უტოლდება, მარტო ღვინოში ის 20 ათას ფუნტს ყოველთვიურად ხარჯავს, დაახლოებით 75 მილიონი მან 14 ახალი ფეშენებელური სახლის შესყიდვაში დახარჯა, ხოლო 18 მილიონი მდიდრულ იახტაში გადაიხადა.

„მხოლოდ თავად დეპია პასუხისმგებელი თავის ფინანსურ დანაკარგში, რადგან ის ფულს უმიზნოდ ფლანგავს, ხოლო კომპანიამ თავის მხრივ, ის არაერთხელ გააფრთხილა და მოსალოდნელი შედეგები უწინასწარმეტყველა“, – განაცხადა კომპანიის ადვოკატმა, მაიკლ კამპმა.

აღნიშნული ფირმის მომსახურებით ჯონი დეპი 1999 წლიდან სარგებლობს. რამდენიმე კვირის წინ კი მან კომპანია თაღლითობაში დაადანაშულა და კომპენსაციის სახით 25 მილიონი დოლარი მოსთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები