LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს გერმანია 2500 ევროს გადაუხდის

125

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებს გერმანია ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის.

ვეტერანების საქმეთა  სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 22.06.1941-08.05.1945 წწ. – აღნიშნულ პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით.

ვეტერანებმა, განაცხადები 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანების სამსახურს გერმანიაში მდებარე საქართველოს საელჩომ მიაწოდა.

„მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა.

აღნიშნული წერილი მოგვაწოდა საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში“, – აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.