LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორეხარისხოვანი ევროპა განახლდა: ვაკო აიაქსის წინააღმდეგ

30

ჩემპიონთა ლიგის განახლებას ევროპა ლიგაც მოყვა და გუნდებმა პირველი 1/16 ფინალური მატჩები ითამაშეს. რამდენიმე წყვილში უკვე ყველაფერი გარკვეულია, დანარჩენ შემთხვევაში კი ბრძოლა გრძელდება.

“რომა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლიონი”, “როსტოვი”, “შალკე”, “ბეშიქთაში” – ის გუნდები არიან, რომლებიც სასწაული თუ არ მოხდა აუცილებლად 1/8 ფინალში ითამაშებენ, ხოლო მიზანთან ასევე ახლოს არიან “ანდერლეხტი”, “ფიორენტინა”, “შახტარი” და “კოპენჰაგენი”, რომელთაც განმეორებითი დაპირისპირების წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

ცენტრალურ შეხვედრად “ელ მადრიგალზე” გასამართი დაპირისპირება მოიაზრებოდა, თუმცა ბრძოლა არ შედგა. მოულოდნელად, “ვილიარეალი” საკუთარ კედლებში “რომასთან”0:4 დამარცხდა. ედინ ჯეკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საპასუხო მატჩი ფორმალობად აქცია.

ბოსნიელის მსგავსად, ჰეთ-თრიკით გამოირჩა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მან “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯარიმით დააწინაურა, რომელიც ცოტათი უცნაური ან სულაც სასაცილო გამოდგა, თუმცა რაც მთავარია, გოლი გავიდა. იბრამ მეორე ბურთი ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო მატჩის მიწურულს თავისივე გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია და “სენტ-ეტიენი” განმეორებითი მატჩის წინ პრაქტიკულად უშანსოა – 3:0.

“რომას” და “იუნაიტედის” გარდა, დიდი ანგარიშით მოიგეს “ლიონმა”, “როსტოვმა” და “შალკემ”, ხოლო “ბეშიქთაშმა” და “ანდერლეხტმა” თავიანთი მეტოქეები ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

სამაგიეროდ, დამარცხდა ლონდონის “ტოტენჰემი”, რომელიც “გენტთან” გასვლაზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი ბურთი 59-ე წუთზე პერბეტმა გაიტანა – 1:0.

“ვილიარეალის” მსგავსად შინ დამარცხდა “სელტა”, რომელმაც “შახტარს” ვერაფერი დაუპირისპირა და თავი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო. ერთადერთი ესპანური გუნდი, რომელმაც იმარჯვა “ბილბაოა”, რომელმაც შინ “აპოელი” 3:2 დაამარცხა. გამოსარჩევია 36 წლის არიც ადურისის მორიგი გოლი. ამ წყვილში ყველაფერი კვიპროსში გაირკვევა.

ვაკო ყაზაიშვილის “ლეგიამ” შინ “აიაქსი” მიიღო და უგოლოდ გაეყარა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 59 წუთი ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოთამაშე “კრასნოდარმა” კი კლაესონის გოლით შინ “ფენერბახჩე” დაამარცხა.

კიდევ ერთი საინტერესო ჯახი შედგა “ბორუსია პარკზე”, სადაც ადგილობრივი “გლადბახი” იტალიურ “ფიორენტინასთან” დამარცხდა. ერთადერთი გოლი ბერნარდესკის ანგარიშზეა, რომელმაც 44-ე წუთზე ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა – 0:1.

 
კრასნოდარი – ფენერბახჩე 1:0 (1:0)
გოლი: კლაესონი (4)

ასტრა – გენკი 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 კასტანე (25), 1:1 ბუდესკუ (43), 1:2 ტროსარდი (83), 2:2 სეტო (90)

ალკმაარი – ლიონი 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 ტუსარტი (26), 0:2, 0:3 ლაკაზეტი (45+1; 57), 1:3 იაჰანბაკსი (68 პენ.), 1:4 ფერი (94)

გლადბახი – ფიორენტინა 0:1 (0:1)
გოლი: ბერნარდესკი (44)

სელტა – შახტარი 0:1 (0:1)
გოლი: ლესჩუკი (27)

როსტოვი – სპარტა 4:0 (3:0)
გოლები: 1:0 მევლჟა (15), 2:0 პოლოზი (38), 3:0 ნობოა (40), 4:0 აზმუნი (68)
გაძევება: კონატე (32 ს.)

გენტი – ტოტენჰემი 1:0 (0:0)
გოლი: პერბეტი (59)

ლუდოგორეცი – კოპენჰაგენი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ანიჩეტი (2 ს.კ.), 0:2 ტუტუ (53), 1:2 კესერუ (81)
გაძევება: გრეგუსი (96 კ.)

ოლიმპიაკოსი – ოსმანლისპორი 0:0
გაძევება: ვიანა (74 ოლ.)

ანდერლეხტი – ზენიტი 2:0 (2:0)
გოლები: აჩემპონგი (5; 31)

ბილბაო – აპოელი 3:2 (1:1)
გოლები: 0:1; 1:1 ეფრემი (36; 38 ს.კ.), 2:1 ადურისი (61), 3:1 უილიამსი (72), 3:2 გიანიოტასი (89)

ბირ შევა – ბეშიქთაში 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 უილიამი (42 ს.კ.), 1:1 ბარდა (44), 1:2 თოსუნი (60) 1:3 ჰაჩინსონი (93)

ლეგია – აიაქსი 0:0
გაძევბა: ტეტე (84 ა.)

მანჩესტერ იუნაიტედი – სენტ-ეტიენი 3:0 (1:0)
გოლები: იბრაჰიმოვიჩი (15; 75; 88 პენ.)

პაოკი – შალკე 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ბურგსტალერი (27), 0:2 მეიერი (82), 0:3 ჰუნტელაარი (90)

ვილიარეალი – რომა 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ემერსონი (32), 0:2, 0:3, 0:4 ჯეკო (65; 79; 86)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები