LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში ცეცხლის გახსნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

29

მექსიკაში, გერეროს შტატის ქალაქ ჩილპანსინგოში, სამოყვარულო საფეხბურთო მატჩის დროს უცნობმა პირებმა ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

გამოცემა MVS Noticias-ის ცნობით, შეიარაღებული პირების ჯგუფმა მოედანზე მყოფი ფეხბურთელების მისამართით სროლა დაიწყო. სამი ადამიანი დაიჭრა, ორი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მესამე კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

გერეროს შტატი დანაშაულის დონის მიხედვით მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შტატია. სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფება ერთმანეთს აშშ-ში ნარკოტიკების ტრანზიტზე კონტროლის გამო ებრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები