LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

83

წყნარ ოკეანეში, მექსიკის დასავლეთ სანაპიროსთან, 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისძვრის ეპიცენტრი მექსიკის ქალაქ ელდორადოსგან სამხრეთ-დასავლეთით 107 კილომეტრში, კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ჯერჯერობით დაშავებულთა და ასევე ცუნამის საშიშროების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

19 სექტემბერს მექსიკაში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. 20 სექტემბერს მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები