LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში, მიწისძვრის შემდეგ შესაძლოა 1500 შენობა დაინგრეს

55

მექსიკაში, მიწისძვრის შემდეგ შესაძლოა 1500 შენობა დაინგრეს. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის კოორდინატორმა განაცხადა.

ლუის ფელიპე პუენტეს თქმით, სულ 8 000-მდე სახლი შემოწმდა, მათგან 1 500 კი დანგრევის საფრთხის წინაშეა.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 324 ადამიანი.

ამ თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად 32 წლის წინ, 19 სექტემბერს, მეხიკოში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას მაშინ, სულ მცირე, 5 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები