LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 295-ს მიაღწია

122

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 295-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავარიულ-სამაშველო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მეხიკოს შტატში დაღუპულია 157 ადამიანი, მორელოსში – 73, პუებლაში – 45, ედომექსში – 13, გერეროში – 6, ოახაკაში კი 1.
მაშველები გადარჩენილთა ძებნას აგრძელებენ. ამ დროისთვის ნანგრევების ქვეშ დარჩენილი 69 ადამიანი გამოიყვანეს.

19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები