LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას 19  ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მაშველები

106

მექსიკაში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე ადამიანი კი  დაშავდა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.დაღუპულთა შორის 4 მხანძრე და 2 პოლიციელია.

ინციდენტი ტულტეპეკის მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველ აფეთქებას რამდენიმე წუთში, როდესაც ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ, მეორე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ამ მომენტისთვის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.

https://twitter.com/GuidoGma/status/1014932412764180481?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1014932412764180481&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F68877%2Fmeqsikashi-piroteqnikis-qarkhanashi-apetqebas-20mde-adamiani-emskhverpla

ცნობისთვის, ტულტეპეკის მუნიციპალიტეტი პიროტექნიკის წარმოებით არის ცნობილი. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო, კი მსგავსი ტრაგედიები საკმაოდ ხშირად ხდება. ბოლო აფეთქება ივნისის ბოლოს მოხდა. მაშინ ინციდენტს ორი ადამიანი შეეწირა, 6 კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები