LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

81

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

19 სექტემბერს მომხდარი 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 225 ადამიანი გარდაიცვალა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ დარჩენილი. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები