LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შს მინისტრი და გუბერნატორი ისხდნენ

78

მექსიკაში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც შს მინისტრი ალფონსო ნავარეტე და შტატ ოაჰაკას გუბერნატორი ალექსანდრო მურატი ისხდნენ. ვერტმფრენი მიწისძვრის რაიონში ინსპექტირებას ახორციელებდა.  მედიის ცნობით ჩინოსნები გადარჩნენ, თუმცა არიან დაღუპულები, რომლებიც კატასტროფის დროს მიწაზე იყვნენ.

წინასწარი მონაცემებით ვერტმფრენმა დაფრენის წინა, 30 მეტრის სიმაღლეზე კონტროლი დაკარგა და ავტომობილს დაეცა.

დაშავდნენ ისინიც, ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები