LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის მიწისძვრას, სულ ცოტა, 3 ადამიანი ემსხვერპლა – პირველადი მონაცემები

59

მექსიკის მიწისძვრას, სულ ცოტა, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით,  სტიქიის ეპიცენტრი, ქვეყნის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზეა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ  პიჯიჯიეპენიდან სამხრეთ-დასავლეთით 87 კილომეტრში 70 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.  რყევა კი 1 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მიწისძვრამ დედაქალაქში პანიკა გამოიწვია. მოსახლეობამ ღამე ქუჩებში გაათენა.

მექსიკის გარდა, ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები