LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკური მადლობა კორეელებს: გერმანია დაიტირეს (ვიდეო)

58

მექსიკურმა ავიაკომპანიამ 20-პროცენტიანი ფასდაკლება გამოაცხადა კორეის მიმართულებით ბილეთებზე.
Aeromexico ასე გადაუხდის მადლობას სამხრეთ კორეას გერმანიის დამარცხებისთვის, რის გამოც მექსიკა ჯგუფიდან გავიდა და პლეი-ოფისკენ გაეხსნა გზა.

მექსიკური სამადლობელი ამით არ მთავრდება.
მექსიკის ლუდის სპონსორმა სამხრეთ კორეის საელჩო მოამარაგა.
Estrella Jalisco-მ თავისებური მადლიერება ამგვარად გამოხატა.
მოკლედ კორეელებს ეს დღეები ალკოჰოლის ნაკლებობის პრობლემა არ ექნებათ.

ბრაზილიის გულშემატკივრებმა ლიბიიდან სამგლოვიარო პროცესია მოაწყვეს მუნდიალიდან გერმანიის გავარდნის გამო.
ასეთი დამოკიდებულება გერმანელებმა დაიმსახურეს წინა მსოფლიო პირველობაზე ბრაზილიაზე დამამცირებელი 7:1 გამარჯვების გამო.

ამასობაში, Adidas-მა გერმანიის ნაკრების მაისურებზე ფასდაკლება გამოაცხადა.
გერმანია – Adidas-ის პირველი კლიენტია, რომელიც ტურნირიდან გავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები