LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი: „ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე მეტად სწორედ პროკურორის შვილი მეცოდება…“

45

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად პროკურორის შვილი ეცოდება. როგორც ჩანს, ჟურნალისტი გულისხმობს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომლის შვილიც ასევე ფიგურირებს გახმაურებულ საქმეში.

მერაბი წერს:

„სიმართლე გითხრათ, ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ის პროკურორის შვილი მეცოდება. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მას უფროსკლასელებთან მოუვიდა კონფლიქტი, იმავე უფროსკლასელებმა საქმის გასარჩევად გაკვეთილების მერე დაიბარეს. მან დასახმარებლად ასევე უფროსკლასელ დეიდაშვილს დაურეკა და მისი ეს ქმედება დასრულდა ასეთი ტრაგედიით, თან დაიღუპნენ ბავშვები, რომლებსაც იმ კონფლიქტთან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ. როდესაც დეიდაშვილს დასახმარებლად ურეკავდა, წარმოიდგენდა, თუ ამ ყველაფერს ასეთი შედეგი მოჰყვებოდა?! როგორია ამით ცხოვრება?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები