LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძის მონაწილეობით ფილმმა პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

106

Sitges International Fantastic Film Festival-ის 50-ე, საიუბილეო წელს, მისი მთავარი ჯილდო უნგრულმა ფილმმა „იუპიტერის მთვარემ“ მოიპოვა, სადაც მთავარ როლს ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე თამაშობს. ფილმის რეჟისორი კორნელ მუნდრუცოა. გარდა მთავარი პრიზისა, ფილმს კიდევ ერთი ჯილდო ერგო, საუკეთესო სპეცეფექტებისთვის.

ფილმი, როგორც ჟიურის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ასახავს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ, ემიგრაციის პრობლემას. „იუპიტერის მთვარე“ ახალგაზრდა ემიგრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში მოხვდება. სწორედ იქ შეხვდება ის ბანაკის ექიმს, რომელსაც ქართველი მსახიობი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ „იუპიტერის მთვარე“ კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები