LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი 20 ივლისს „Soho“-ში იმღერებს

251

მერაბ სეფაშვილი ბათუმში, კლუბ „Soho“-ში 20 ივლისს იმღერებს. ის მსმენელის წინაშე დიდ პროგრამას წარმოადგენს, ნაცნობი ჰიტებით.

როგორ თავად მერაბ სეფაშვილი აღნიშნავს რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას: „ბათუმში სეზონი იცით, როგორიცაა, რამდენი სტუმარია, თავისთავად ცხადია, ქართველები და ტურისტებიც. ძალიან კარგი ადგილია, სადაც კომფორტულად დაისვენებ და გაერთობი, კარგი მუსიკითა და დიჯეებით. ყველას გართობა უნდა, მათ შორის, მეც. ძირითადად, ჰიტებს წარმოვადგენ. მშვენიერ დროს ვატარებთ ხოლმე (იღიმის)“.

მერაბმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოქტომბერში ფილარმონიაში დიდ კონცერტს გეგმავს, სადაც მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება მომღერლისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები