LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილმა 55 წლის იუბილე და სცენაზე გამოსვლიდან 40 წელი აღნიშნა

322

მერაბ სეფაშვილს 55 წელი შეუსრულდა, მაგრამ მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია როგორც ფიზიკურად, ასევე ვოკალურად და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

15 ივნისს რუსთაველის თეატრში მან სცენაზე გამოსვლის 40 წლის იუბილეც აღნიშნა, დაბადების დღესთან ერთად.

კონცერტისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. მერაბ სეფაშვილმა თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეარჩია, რომლებიც ორკესტრსა და ბენდთან ერთად გაკეთდა. საღამოს შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი დაესწრო. შეიძლება ითქვას, რომ ვინც კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხა, მათთვის ცალკე კონცერტი “ფეისბუქის” ლაივების საშუალებით მიმდინარეობდა.

მერაბ სეფაშვილისგან დარბაზი მაქსიმალურად ენერგიულ საღამოსა და ენერგიის ბოლომდე დახარჯვას ელოდა, ეს მოლოდინი, მან, რასაკვირველია, გაამართლა. თავისი ჰიტი “გაიღიმე” მან დარბაზში მსხდომ კოლეგებთან ერთად შეასრულა.

საკმაოდ ხანგრძლივი პროგრამის განმავლობაში მომღერალმა მსმენელისთვის საყვარელი უამრავი სიმღერა შეასრულა და დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ღონისძიების შემდეგ ბანკეტი გაიმართა, სადაც მერაბს წარმატებული საღამო მიულოცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები