LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილს კიდევ 3 წელი, ადეიშვილს 2 წელი – სასამართლომ ყოფილი მინისტრები დამნაშავედ ცნო

76

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლომ კიდევ კიდევ ერთ საქმეზე სცნო დამნაშავედ. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილი. სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ”ამნისტიის შესახებ ” კანონის მიხედვით საბოლოო სასჯელი 2 წლით და 3 თვით განისაზღვრა.

რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 2 წლით თავისუფლებით აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ”ამინისტიის შესახებ” კანონის თანახმად, სასჯელი შუმცირდა და 1 წლით და 6 თვით განისაზღვრა.

აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე გამოტანილი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ წარმოებული საქმეებიდან პირველია რომელზეც ადეიშვილი გამტყუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები