LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერად ვერ ეირჩიენ: წულაია პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს

80

ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია პოლიტიკური ტაიმაუტის აღებას გეგმავს.

“საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”-ს ქუთაისის მერობის კანდიდატმა საოლქო კომისიის წინ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.

არც ერთ არჩევნებში ასეთი შედეგი არ ყოფილა, მე ვარ „პერსონა ნონ გრატა“ ამ ქალაქში, მერობის კანდიდატის სიით მივიღე 7 პროცენტი, პროპორციულით მხოლოდ – 2%, რაც არის მიზანმიმართული შედეგი, რადგან არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა. ვინც მხვდებოდა ყველა მცნობდა და მხარს მიჭერდა. გამორიცხული იყო გაყალბების გარეშე ასეთი შედეგები მიგვეღო“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, ჯერ არ იცის მეორე ტურის შემთხვევაში, თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუმცა აპირებს, რომ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღოს.

 

ცეესკოს მიერ გამოქვეყნებული ქუთაისის მერობის კანდიდატების წინასწარ შედეგები ასე გამოიყურება

გიორგი ჯიღვარია – 48.62%

გირგოლ ვაშაძე – 27.16%

დავით გოგისვნაიძე – 9.04%

გიორგი წულაია – 7.16%

გირგოლ ბახტაძე – 3.36%

სამსონ გუგავა – 2.04%

ზვიად ბაღდავაძე – 1.57%

ალუდა გობლიშიძე – 1.05%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები