LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ ქორწილამდე 10 კგ უნდა დაიკლოს – მომღერლის დიეტა

58

მერაია ქერი ქორწილისთვის ემზადება და აპირებს, 10 კგ-მდე დაიკლოს, რომ თეთრ კაბაში იდეალურად გამოიყურებოდეს. მერაიასა და მისი მეგობარი მამაკაცის, მილიარდერი ჯეიმს პეკერის მეგობრები „დეილი მეილთან“ ამბობენ, რომ 46 წლის მომღერალი ახლა მკაცრ ცილოვან დიეტაზეა.

„მერაია თითო ჯერზე ჭამს მხოლოდ 100 გრამ გრილზე შემწვარი ქათმის, ანდა ძროხის ხორცს, კრევეტებს და მცენარეულ პროდუქტს,“-  ამბობს გამოცემის წყარო.

ამასთან, მერაია დილით 11სთ-ზე ადრე არ იღვიძებს, ტოვებს საუზმეს, დღისით კი სვამს პროტეინების კოქტეილს. დღის განმავლობაში მიირთმევს სალათის ხუთ მცირე პორციას ქათმით, ან თევზით და სვამს დიდი რაოდენობით წყალს.

ამასთან, დიეტისას მერაია არც ალკოჰოლზე ამბობს უარს. ვახშმისას მომღერალი ბოკალ ღვინოსაც მიირთმევს.

07042016-carey-00

LOS ANGELES, CA - JANUARY 28:  (L-R) Mariah Carey and James Packer attend the 2016 G'Day Los Angeles Gala at Vibiana on January 28, 2016 in Los Angeles, California.  (Photo by Jonathan Leibson/Getty Images)
LOS ANGELES, CA – JANUARY 28: (L-R) Mariah Carey and James Packer attend the 2016 G’Day Los Angeles Gala at Vibiana on January 28, 2016 in Los Angeles, California. (Photo by Jonathan Leibson/Getty Images)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები