LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ თავის ტყუპებთან ერთად იმღერა (ვიდეო)

123

მერაია ქერიმ Hollywood Bowl-ში კონცერტი გამართა. თავისი ცნობილი ჰიტის, Always Be My Baby–ის შესრულების დროს კი, ქერიმ სცენაზე საკუთარი ტყუპები გამოიყვანა. 6 წლის მონრომ და მოროკანამ დედასთან ერთად მისამღერი შეასრულეს. კონცერტი მომღერლის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და დასამახსოვრებელი გამოვიდა.

შოუს დასრულების შემდეგ, მერაია მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში წავიდა, რათა წარმატებული გამოსვლა აღენიშნა. კომპანიონობა ქერის 33 წლის ბოიფრენდმა, ბრაიან ტანაკამ გაუწია, რომელთანაც მომღერალმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ აღადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები