LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის ახალგაზრდა მოცეკვავესთან რომანი აქვს

379

ჯეიმს პეკერთან დაშორების შემდეგ, მერაია ქერის მარტო ყოფნა დიდხანს არ მოუწია: დასავლური ტაბლოიდების წერენ, რომ მომღერალს რომანი მოცეკვავე ბრაიან ტანაკასთან აქვს.

ასეთი დასკვნის მიზეზად „ინსტაგრამი“ და მადლიერების დღე გახდა, რომელიც მერაიამ და ბრაიანმა ჰავაის კუნძულებზე, მეგობრებთან ერთად გაატარეს.

არსებობს მოსაზრება, რომ ქერისა და ტანაკას რომანტიული ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ცნობილია, რომ მომღერლის რჩეული რეალითი-შოუში „მერაიას სამყარო“ მონაწილეობს, რომელიც ეთერში დეკემბრის დასაწყისში გამოვა. ჟურნალისტები იმასაც წერენ, რომ სწორედ ის გახდა მერაიას პეკერთან დაშორების მთავარი მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები