LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის არაკომპეტენტურმა კომენტარმა ლას-ვეგასის ტერაქტზე მაყურებელი გააღიზიანა

35

47 წლის მერაია ქერი, რომელიც გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში ლონდონსა და პარიზში დაგეგმილ საშობაო კონცერტებზე საუბრობდა, ლას-ვეგასის ტერაქტზე კომპეტენტური კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის მომხდარ ტრაგედიაზე, ქერიმ დაბნეულმა მიუგო, რომ ეს ყველაფერი საშინელებაა და ის იზიარებს გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას.

მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვარსკვლავის ეს გამოსვლა ყალბი იყო, განსაკუთრებით კი მისმა პოზამ გამოიწვია აგრესია: „როდესაც წამყვანები ლას-ვეგასში სროლაზე საუბრობდნენ, მერაია დივანზე იყო წამოწოლილი, თითქოს ის ფოტოსესიისთვის პოზირებდა“, – დაწერეს მომხმარებლებმა.

2 ოქტომბერს, ლას-ვეგასში მომხდარი ტერაქტის შედეგად 60-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 200-მდე დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები