LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერე რა რომ ნაგავია: გიორგი ქინქლაძე სიტის ყველა დროის ფეხბურთელებშია

87

ინგლისურმა პოპულარულმა გამოცემა Dailymail-მა ყოფილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის შეიყვანა.

“1995 წელს, როდესაც გიორგი ქინქლაძემ “სიტისთან” კონტრაქტი გააფორმა, მანჩესტერული გუნდი მაშინ უბრალოდ ნაგავი იყო. ნამდვილად ნაგავი.

ქართველის მისვლის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და 1998 წელს “სიტი” პრემიერლიგიდან გავარდა.

მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, ქინქლაძე ერთადერთი ნათელი წერტილი იყო კლუბში”, – ნათქვამია სტატიაში.

“მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:

10) გიორგი ქინქლაძე
9) მაიკ დოილი
8) ვინსენ კომპანი
7) ფრენკ სვიფტი
6) ბერტ ტრაუტმანი
5) მაიკ სამერბი
4) კოლინ ბელი
3) იაია ტურე
2) სერხიო აგუერო
1) დავიდ სილვა

აღსანიშნავია, რომ ამ ათეულიდან ოთხი მათგანი ამჟამად გამოდის „სიტიში“.

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები