LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერი კაკულია, 3 კგ, 49 სმ” – თეა წულუკიანი შვილის პირველ ფოტოს აზიარებს

448

თეა წულუკიანი გინეკოლოგ დავით გაგუას და მის კლინიკას მადლობას უხდის უპრობლემო მშობიარობისთვის. იუსტიციის მინისტრი სამშობიაროს მიერ “ფესბუქზე” ატვირთული მისი შვილის ფოტოს აზიარებს :

“მერის და ჩვენი, მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავითს და დავით გაგუას კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც პირველი საათები და დღეები გაგვინათეს და გაგვიადვილეს.

მერი კი ყველას მადლობას უხდის, ვინც მას დაბადება მოულოცა! 3 კილო, 49 სმ,” – წერს წულუკიანი.

თეა წულუკიანი და ნუგზარ კაკულია მშობლები 18 მარტს გახდნენ, მათ გოგონა, მერი შეეძინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები