LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებას იწყებს

33

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მერია ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას იწყებს.

როგორც კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდება.

„3000-ზე მეტ ოჯახს ეხება ეს თემა. საკითხი, რომელიც დღემდე იყო გადაუჭრელი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ადამიანები წარმოადგედნენ ბინათმშენებლობითა და კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება და ეს ვალი აღიარებული აქვს. ეს ადამიანები დღესაც ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში თუ როდის მიიღებენ ბინებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის არსებობაში მყოფი მიწის ნაკვეთი, სადაც მოხდება ბინების მშენებლობა.

კალაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ, ამავე პრინციპის მიხედვით დანარჩენი ოჯახები.

რაც შეეხება სამშენებლო კომპანიების შერჩევას, ისინი კონკურენტული პრინციპით შეირჩევიან – ვინ უფრო მეტ ადამიანს გადასცემს ფართს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები