LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: ჭავჭავაძეზე 8 ხის მოჭრის ნებართვა გაიცა

160

თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერიამ 8 ხის მოჭრს და 6 ხიწს გადარგვის ნებართვა გასცა.

პარალელურად, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, შპს “მესხი” ხეებს დარგავს და მწვანე სივრცეს მოაწყობს.

“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხი“ -ს განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე – ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას.

საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.

კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები