LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია და “თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკებას “სითი-პარკის” ჩანაცვლებაზე უარყოფენ

106

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკის“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არცერთ კომპანიასთან არ აწარმოებს.

მერიის პრესსამსახურის განმარტებით,  მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, მიერ გავრცელებული ინფორმაცია  „თბილისის მიკროავტობუსის“ მფლობელ ხვიჩა მაქაცარიასთან კულუარულ მოლაპარაკებებზე სიმართლეს არ შეესაბამება.

„თბილისი მერია ამ დროისთვსი არც ხვიჩა მაქაცარიასთან და არც რომელიმე კომპანისთან „სითი პარკის“ ჩანაცვლებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, –  განუცხადეს „ფორტუნას“ მერიის პრესსამსახურში.

მერიასთან მოლაპარაკებებს  „თბილისის მიკროავტობუსშიც“ უარყოფენ.

”დღეს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, მიერ გავრცელებული განცხადება, რომ კომპანია ,,სითი პარკის’’ 25 მილიონ ლარად შეძენას გეგმას ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია არ შეესაბამება სიმართლეს. პოლიტიკური სარჩევნო კამპანიისთვის ბიზნესის გამოყენება ხელს უშლის ეკონომიკური პროცესების ჯანსაღად მიმდინარეობას,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია ”სითი პარკის” ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც ”თბილისის მიკროავტობუსის” მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები