LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია პარკირების მოწესრიგებისთვის 10 ახალ ევაკუატორს ყიდულობს

239

კომპანია „სითი პარკის“  ბაზრიდან გასვლის შემდეგ, ქალაქში პარკინგზე პასუხისმგებელი “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” 10 ევაკუატორს ყიდულობს.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუმარტეს, ევაკუატორებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„პარკირების მოწესრიგებისთვის საჭირო 10 ევაკუატორის შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.  ევაკუატორების  შესყიდვამდე ვისარგებლებთ საიჯარო მომსახურებით. თუმცა,  ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი,  რომელი კომპანიებისგან ვიქირავებთ ევაკუატორებს. ხდება ფასების დადგენა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, ასევე ვმუშაობთ ხელშეკრულების პირობებზეც,“  – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციითვე  ევაკუატორების იჯარით გადმოცემაზე კომპანია ” სითი პარკთან” შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა.

“თავად კომპანია გამოთქვამს მზაობას,  როგორც ადამიანური რესურსით,  ასევევ ტექნიკურად გაგვიწიოს დახმარება გარდამავალ ეტაპზე. ჩვენი მხრიდანაც ვართ მზად, მივიღოთ მათი თანამშრომლები.  რაც შეეხება ევაკუატორების ქირაობის საკითხს,  ამ თემაზე შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა,  თუმცა, სამომავლოდ არ გამოირიცხება,” –  განუცხადეს “ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიაში.

ევაკუატორების შესყიდვაზე ტენდერი, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით,  ქალაქში პარკირების ორგანიზებას 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორცილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები