LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია თბილისის ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის კონკურსს იწყებს

89

თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის, კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კი მერიის ვებ-გვერდზე განთავსდა.

”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. დოკუმენტის მიხედვით, დაინტერესებულმა საფინანსო ინსტიტუტებმა შესაბამისი წინადადებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 10 ივლისის 18 საათამდე უნდა წარადგინონ. დოკუმენტის ტექნიკური მოთხოვნებთან წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისობას და პირველი ეტაპის გამარჯვებულებს სპეციალური კომისია განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში გამოავლენს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობას წარუდგენს მოსაწონებლად”, – წერია ვებ-გვერდზე.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მეორე ეტაპზე გადასული კომპანიებისთვის გაიმართება აუქციონი, სადაც გამარჯვებული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეთავაზებული საუკეთესო ფინანსური წინადადების წარდგენის მიხედვით იქნება გამოვლენილი. აუქციონი 10 მლნ. ლარიდან დაიწყება და გამარჯვებულ კომპანიას სისტემის მართვა 10 წლით გადაეცემა.

გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება ექნება თბილისის მუნიციპალურ კომპანიაში გადახდის სისტემის მოდერნიზაცია და მისი დანერგვა ერთ წელში უზრუნველყოს. გამარჯვებულ კომპანიას ენიჭება ასევე ექსკლუზიური უფლება მეტროს ვესტიბიულებში საბანკო სერვის ცენტრების და მისი თანმდევი საბანკო სერვისების განთავსებისთვის შემდეგი 10 წლის განმავლობაში. საიჯარო თანხის მოცულობა წელიწადში 980 000 ლარით არის განსაზღვრული.

მერიაში ამბობენ, რომ გადახდის ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება ორიენტირებული და მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს, როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონიმენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

დოკუმენტის სრული ვერსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ: http://tbilisi.gov.ge/news/3801

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები