LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიამ ისანში ხეების მოჭრაზე ნებართვა გასცა

78

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ისანში გამხმარი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა.

მერიის ცნობით, ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემამდე მწვანე ნარგავების მდგომარეობის შესაფასებლად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ტერიტორიაზე 112 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხიდან 41 გამხმარია.

“დაავადების ჯანსაღ მცენარეებზე გავრცელების პრევენციისა და ასევე, სხვა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გამხმარი ხე-მცენარეები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოიჭრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები