LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერიიდან ნასროლი ხიროშიმას ბომბი ქიაჩელის მყუდრო ქუჩას ეცემა”

86

თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწყება.

ადგილობრივები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კორპუსების კასკადში მეტმა ადამიანმა უნდა იცხოვროს, ვიდრე მთელ ამ ქუჩაზე ცხოვრობს – ეს კი მათთის დაუშვებელია.

პოსტს ფოტოებით ამ თემაზე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აქვეყნებს.

“მერიიდან ნებართვის სახით ნასროლი ხიროშიმას ბომბი ქიაჩელის მყუდრო ქუჩას ეცემა, კორპუსების კასკადში მეტმა ადამიანმა უნდა იცხოვროს, ვიდრე მთელ ამ ქუჩაზე ცხოვრობს.

გაგვაქცევენ ჩინოვნიკები ამ ქალაქიდან!

დაუშვებელია!”,- წერს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

ამ ქუჩის შესახებ წერს ლევან ხაბეიშვილიც. მისი თქმით, 2002 წლიდან ვერავინ მოახერხა ამ ქუჩაზე მშენებლობა გარდა “ნაოცნებარი” მთავრობისა.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები