LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის ავტოპარკის განახლებისთვის ქალაქის ბიუჯეტში დამატებით მილიონი ლარია გამოყოფილი

106

მერიის ავტოპარკის განახლებისთვის ქალაქის ბიუჯეტში დამატებით მილიონი ლარია გამოყოფილი. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის კითხვას, რისთვის ემატება მერიას ადმინისტრაციული ხარჯი – ერთი მილიონი ლარი, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ უპასუხა. მისი თქმით, თანხა ავტოპარკის განახლებისთვის არის გათვალისწინებული.

“სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემდეგ აუცილებელი გახდება ავტომობილების გარკვეული რაოდენობის ჩამოწერა და მათი ახალი ავტომობილებით ჩანაცვლება,” – განმარტა გაიოზ თალაკვაძემ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა მერის მოადგილე მაია ბითაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ “მერიის თანამშრომლები ვერ ივლიან ცხენებით და მათ უნდა იარონ ავტომობილებით.”

„ამ თანხით შევიძენთ ჰიბრიდულ ავტომობილებს, ძირითადი ნაწილი ამ ავტომობილებით ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომობილების ჩანაცვლება მოხდება. ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციები ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ დაემატათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი სამართალდარღვევების გამოვლენა, როგორიც არის ხმაური და ნარჩენებით დაბიძნურება. ასევე ზედამხედველობის დეპარტამენტის გარდა უამრავი საქალაქო სამსახურია, რომელთაც ესაჭიროებათ ავტომობილი სხვადასხვა საქმიანობის განსახორციელებლად, ესაა: მებაღეობა, დასუფთავება და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის. შესაბამისად, თუ ისმის კითხვა, რატომ გამოიყოფა თანხები ავტომობილის შესაძენად, შესაბამისად ისიც უნდა გავარკვიოთ, რა თანხები იხარჯებოდა მოძველებული ავტოპარკის რემონტისთვის. როდესაც მუნიციპალიტეტის მიმართ გვაქვს კითხვები, რატომ გვიანდება სამუშაოები, უნდა გვესმოდეს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან. მათ უნდა იარონ ავტომობილებით და ავტომობილი უნდა იყოს გამართული,” – განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები