LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

83

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ნინო სულხანიშვილის გადადგომას ”პარტიზანი მებაღეები” ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის #24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა.

ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა სულხანიშვილის გადადგომა მათ მოთხოვნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები