LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის სახელით ფეისბუქზე სავაჭრო ქსელის ანტირეკლამა ხორციელდება

68

თბილისის მერია, სოციალური ქსელის მეშვეობით, თბილისის მერიის სახელით დაუზუსტებელი ინფორმაცის გავრცელებას ეხმაურება.

თბილისის მერიის სახელით, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა გარკვეული შინაარსის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის.

ფეისბუქის გვერდი (https://goo.gl/usVtNq), რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ანტირეკლამას ეწევა, არ წარმოადგენს თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდს (https://www.facebook.com/CityHallofTbilisi ).

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ინფორმაციის წაკითხვისას და არ დაეყრდნონ ფეისბუქის ყალბი გვერდების მიერ გავრცელებულ ფაქტებს.

„მსგავსი სახის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამდე კი,   მეტი დაკვირვების შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაძლებელია ყალბი გვერდის უწყების ოფიციალური, ავტორიზირებული გვერდისგან გარჩევა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Facebook–ზე კარფურში ნაყიდი ხორცის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია 11 თებერვალს გავრცელდა.

პოსტს ამ დროისთვის 3,015 გაზიარება აქვს. მომხმარებლების უმეტესმა ნაწილმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია დაიჯერა, ნაწილი კი წერს, რომ სურათი რეალური არ არის და დამუშავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები