LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპი და ჰიუ გრანტი ლონდონურ პრემიერაზე გამოჩნდნენ (ფოტო)

655

ლონდონში რეჟისორ სტეფან ფრეანსის ახალი ფილმის “Florence Foster Jenkins” პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე სტუმრებთან ერთად გამოჩნდნენ მთავარი როლის შემსრულებლებიც, შეუდარებელი მერილ სტრიპი და ჰიუ გრანტი. მსახიობები დიდხანს პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან და მეგობრულად ეხვეოდნენ ერთმანეთს. სტრიპი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა Michael Kors-ის შავ კომბინეზონსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. გრანტი კი ტრადიციულად ბრიტანულ აკადემიურ სტილში იყო გამოწყობილი. 

ფილმი ცნობილ საოპერო მომღერალზე მოგვითხრობს, რომელსაც სმენა არ ჰქონდა და ამის მიუხედავად საქვეყნო აღიარება მოიპოვა. ფლორენს ფოსტერ ჯენკინსის როლს ფილმში 66 წლის სტრიპი განასახიერებს. სურათი კომედიური ჟანრისაა და ბიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები