LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპი რასიზმში დაადანაშაულეს

59

ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი გააკრიტიკეს ფოტოსესიის გამო, რომელიც ფილმ „სუფრაჟისტს“ ეძღვნებოდა. ფილმი დიდ ბრიტანეთში 12 ოქტომბერს გამოვა.  ჟურნალ Time Out-ის ფოტოსესიისთვის სტრიპმა მაისურით იპოზიორა, რომელზეც ეწერა „მირჩევნია, ვიყო მეამბოხე, ვიდრე მონა.“

აღნიშნული ფრაზის გამო სოციალურ ქსელებში მსახიობი რასიზმში დაადანაშაულეს. The Guardian-ის ინფორმაციით, ინტერნეტ-მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აშშ-ს მოსახლეობის უმეტესობისთვის სიტყვა „მონა“ მონობისა და კონფედერაციის ეპოქასთან იგივდება.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, ასევე, ფილმში მონაწილე სხვა მსახიობების მაისურებმაც.

ბრიტანული ფილმი „სუფრაჟისტი“ ქალების საზოგადოებრივ მოძრაობას ეძღვნება, რომლის მონაწილეებიც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს არჩევნებში მონაწილეობის უფლებს მოითხოვდნენ.

ფრაზას – „მირჩევნია, ვიყო მეამბოხე, ვიდრე მონა“, ფილმში სუფრაჟისტების ლიდერი, მერილ სტრიპის გმირი ამბობს.

CQkWNrKUwAAeCW_

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები