LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელზეც ის არასოდეს საუბრობს

555

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მერილ სტრიპის ნამდვილი სიყვარული მსახიობი ჯონ კაზალე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა სტრიპი ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი იყო. ის 27 წლის გახლდათ, კაზალე კი 14 წლით უფროსი იყო მასზე. მათ პირველივე ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ქორწინებამდე საქმე არ მივიდა. ურთიერთობის 2 წლის თავზე კაზალე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს, სტრიპმა შვებულება აიღო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო. კაზალე 1978 წელს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი მასთან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ამ ამბის შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. ამის შემდეგ სტრიპი 6 თვეში დაქორწინდა ამჟამინდელ მეუღლეზე, დონ გამერზე, რომელთანაც 4 შვილი ჰყავს.

როგორც New York Post იუწყება, მერილ სტრიპი რადიკალურად შეიცვალა ამ ამბის შემდეგ. მან გადაწყვიტა არასოდეს ესაუბრა ამ თემაზე, რადგან როგორც მისი უახლოესი მეგობრები ამბობენ, მან თავისი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული დაკარგა. ეს წლები მსახიობისთვის მართლაც ჯოჯოხეთი იყო. კაზალეს პირველმა ცოლმა ის სახლიდან გამოაგდო. კინოში მუშაობაც გაუსაძლისი გახდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ კაზალეს უნდა ეთამაშა მერილ სტრიპთან ერთად ფილმში „ირმებზე მონადირე“. ამ დროს დაუსვეს მას სიმსივნის დიაგნოზი. კაზალეს კატეგორიული მოთხოვნით ის მეგობარმა რობერტ დენირომ შეცვალა. მართალია რეჟიოსორი უარზე იყო, თუმცა მერილ სტრიპმა ულტიმატუმი წამოაყენა. ან ფილმის შემქმნელები კაზალეს თხოვნას შეასრულებდნენ, ან ის პროექტს დატოვებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები