LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერკელი თურქეთის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აუცილებლობას ვერ ხედავს

65

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“ განუცხადა, რომ ლირის კრისიზისის შენელებისთვის თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შეთავაზების აუცილებლობას ვერ ხედავს. ინფორმაციას პარტიის გენერალური მდივანი ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„მან კიდევ ერთხელ კონკრეტულად თქვა, რომ ამ დროისთვის ვერ ხედავს საჭიროებას თურქეთს ფინანსურად დაეხმაროს,“ – განაცხადა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.

აგვისტოს დასაწყისში ვაშინგტონმა თურქული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები