LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერკელის თქმით, თურქეთი ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში გერმანიის მოთხოვნით იყო ჩართული

65

„არცერთი ევროპული ქვეყანა მხარს არ უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თურქეთთან დიალოგის შეწყვეტის იდეას,“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მერკელის თქმით, თურქეთის თემა ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში გერმანიის მოთხოვნით იყო ჩართული, თუმცა მონაწილეების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა ანკარასთან დიალოგის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

საერთო აზრი ის იყო, რომ თურქეთთან ხიდების დაწვა არ შეიძლება. გერმანიამ ასევე მიმართა ევროკომისიას ევროკავშირის მხრიდან თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირების ან გადამისამართების საკითხის დასამუშავებლად, – აღნიშნა მერკელმა.

მერკელმა აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანი პოზიციის გამომუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები