LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერლინ მონროს უკანასკნელი ფოტოები აუქციონზე გაიყიდება

135

ლეგენდარული მერილინ მონროს ფოტოები, რომლებიც მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრა გადაღებული, აუქციონზე გაიყიდება. ფოტოსესია 1962 წელს ჟურნალისთვის Cosmopoliten გადაიღეს, ფოტოგრაფი კი ჯორჯ ბარისი იყო.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 150-ზე მეტ ფოტოზე, რომლებიც ამ დროისთვის კერძო კოლექციონერის კუთვნილებაშია. ფოტოები მან პირადად ბარისისგან შეიძინა.

მონროს უკანასკნელი პროფესიონალური თითოეული ფოტო, ექსპერტების გათვლებით, 8-დან 24 ათას დოლარამდე ღირს. ცნობილია ისიც, რომ ამ ლოტების გარდა, აუქციონზე მონროს ცნობილი ფილმებიდან პოსტერები და ვიდეორგოლები მოხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები