LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერობის კანდიდატი უნდა ერკვეოდეს სამეურნეო საქმიანობაში, იცნობდეს ქალაქს – დავით ნარმანია

36

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, კონსულტაციები არ დასრულებულა, ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ იქნება კონსულტაციები, გუნდური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით იქნება კანდიდატურა შერჩეული, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ის, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები ჩვენი გუნდის მხრიდან კანდიდატთან დაკავშირებით იქნება უცვლელი. კანდიდატი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული ადამიანი, უნდა იცნობდეს ქალაქს, მის თავისებურებებს, სპეციფიკას, ჰქონდეს შესაბამისი კომუნიკაციის ნიჭი და უნარი. ასე, რომ ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება კითხვას, სურს თუ არა, მერის თანამდებობაზე კვლავ იყარს კენჭი, ნარმანია ამბობს, რომ  ”როგორიც იქნება გადაწყვეტილება იმას დაემორჩილება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები